25 იანვარი საბაჟოს საერთაშორისო დღეა, რომელიც უკვე 60 წელია აღინიშნება მსოფლიოს 117 ქვეყანაში.
აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება/მიღება გაიმართა 25 იანვარს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გიორგი თაბუკაშვილმა და საგადასახადო სამსახურის უფროსმა ბატონმა ლაშა ხუციშვილმა მიულოცეს მებაჟეებს პროფესიული დღე და ღირსების ორდენით დააჯილდოვეს 16 წარმატებული მებაჟე. ასევე დაჯილდოვდა 4 კერძო კომპანია, მათ შორის გიანთი ლოჯისტიკსი.
ოფიციალური მიღება დასრულდა თეატრალური წარმოდგენა „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ ჩვენებით.