კომპანია ''გიანთი ლოჯისტიკსი'' დიდ ყურადღებას უთმობს შრომის უსაფრთხოების დაცვას. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას.
"გიანთი ლოჯისტიკსი"-ს აღმასრულებელი მმართველობა ადასტურებს თავის ვალდებულებას სამუშაოების განხორციელებისას მიაღწიოს წარმატებულ წინსვლას ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.ჩვენი ქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილია: “მიმდინარე პროცესების განუწყვეტელი გაუმჯობესება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობა აღიაროს ყველამ ვინც დაკავშირებულია კომპანიასთან”.
''გიანთი ლოჯისტიკსი''-ს ყოველი წევრი პასუხისმგებელნი ვართ პირად საქმიანობაში ავსახოთ HSSE პოლიტიკა, რომელიც კომპანიის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს, და ვაქციოთ კომპანიის ფარგლებში ყველა ჩვენი ქმედებების განუყოფელ ნაწილად.
ყველა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამ მიზნის განხორციელებაში. ამდენად ერთად ჩვენ აქტიურად გავიყოფთ ამ ვალდებულებას ჩვენი HSSE-ს პროგრამის შემუშავებისა და აღსრულების პროცესში ნულოვანი უბედური შემთხვევებისა და ნულოვანი გარემოს ინციდენტების მიღწევის მიზნით.
HSSE პოლიტიკის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების მოკლე ჩამონათვალი:
- მენეჯმენტის პასუხისმგებლობები
- დასაქმებულთა პასუხისმგებლობები
- ტრენინგი
- პერსონალური დაცვის აღჭურვილობა (PPE)
- გარემოს დაცვა
- უსაფრთხოების დაცვა ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს
ჩვენ ვაღიარებთ HSSE პოლიტიკას ძირეულ ფასეულობად სამუშაოების დაგეგმვასა და მიმდინარეობისას და მოველით მის ასეთსავე მიმდევრობას ყველასგან, ვისთან ერთადაც ვდებთ კონტრაქტს და ვთანამშრობლობთ.