კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსს" გააჩნია საკუთარი წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოს ძირითად საზღვაო პორტებში: ფოთსა და ბათუმში. ჩვენ ყურადღებით ვგეგმავთ საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვის სრულ ციკლს, დატვირთვის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, ჩვენი ფართო აგენტების ქსელის მეშვეობით.
კომპანია გიანთი ლოჯისტიკსი გთავაზობთ სამი სხვადასხვა სახის საზღვაო გადაზიდვას:
- საკონტეინერო
- ნაყარი ტვირთები
- საბორნე გადაზიდვები
საკონტეინერო გადაზიდვა:
- ტვირთის ტრანსპორტირება ყველა სახის კონტეინერის მეშვეობით
- ოპტიმალური მულტი-მოდალური გადაზიდვა
- სატერმინალო/საპორტო მომსახურების უზრუნველყოფა
- კონტეინერის ძარის დაზღვევა
- კონტეინერის დაცლა-გადატვირთვა
- ტვირთის დაბმა-დამაგრება
- კარიდან/კარამდე მიტანის სერვისი დატვირთვის პორტსა და დანიშნულების საბოლოო ადგილამდე
- საბაჟო-საბროკერო მომსახურება
- ტვირთის დასაწყობება
- საკონტეინერო გადაზიდვის მონიტორინგი და სავარაუდო ჩამოსვლის თარიღის შესაბამისად გადაზიდვის დაგეგმვა
ნაყარი ტვირთების გადაზიდვა:
- გემების დაფრახტვა
- პირდაპირი წარმომადგენლობითი საქმიანობა ფოთისა და ბათუმის პორტებში
- საპორტო მომსახურებების უზრუნველყოფა
- ტვირთის დაბმა-დამაგრება როგორც გემზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებებზე
- ტვირთის აღწერა და რეპორტინგი
- საკუთარი საავტომობილო პარკით შემდგომი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
საბორნე გადაზიდვა:
მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად წამყვან საბორნე ხაზებთან, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გადაზიდვები შავი და კასპიის ზღვის აუზებში.
- მიმართულებები: საქართველოსა და ბულგარეთ,რუმინეთ,უკრაინას შორის
- მიმართულებები: აზერბაიჯანსა და ყაზახეთ/თურქმენეთს შორის