კომპანიის დასახელება: გიანთი ლოჯისტიკსი
კომპანიის სლოგანი: ვასრულებთ, მიუხედავად ყველაფრისა
გიანთის ისტორია სათავეს იღებს თბილისში, დაფუძნებიდან მოკლე დროში კომპანია მალევე გახდა ლიდერი სატრანსპორტო სფეროში და სახელი დაიმკვიდრა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დსთ-ის ქვეყნებში.
დროდადრო მომხმარებელთა მოთხოვნებიც იზრდებოდა და რთულდებოდა, რაც თავისთავად განაპირობებდა ახალი გამოწვევების მიღებასა და ჩვენს განვითარებას. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით წლებია წამყვან პოზიციას ვინარჩუნებთ მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვაში. გამოცდილების გაღრმავების პარალელურად მეტი და მეტი ინვესტირება ხდებოდა, მიღებული გამოწვევები არსებული რესურსების შესაბამისი რომ ყოფილიყო.
გიანთის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, გვაქვს ოფისი ფოთში, ქუთაისში, ზესტაფონში, წარმომადგენლობა ბათუმში და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საიმედო პარტნიორი მსოფლიოს მასშტაბით.
ასევე გვაქვს წარმომადგენლობითი ოფისი ბაქოში (აზერბაიჯანი).
კომპანია ფლობს საკუთარ სატრანსპორტო პარკს (ბაქნის ტიპის, ტენტიან, სპეციალიზირებულ, მრავალღერძიან ჰიდრავლიკურ მოდულარულ მისაბმელებს და სხვა სპეციალური ტექნიკას არაგაბარიტული/მძიმე ტვირთების ტრანსპორტირებისათვის), რომელიც მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულის მომსახურება მაღალხარისხიანად.
ჩვენი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი:
- საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირება
- საბაჟო-საბროკერო მომსახურება
- საპორტო მომსახურება
- კომპანიას გააჩნია კუთვნილი საბაჟო ტერმინალი ფოთში
- ტვირთების მიღება და დამუშავება
- ტვირთების შენახვა, დასაწყობება და აღრიცხვა ტერმინალში (საწყობში)
- საპროექტო ლოჯისტიკა
- ამწეებით მომსახურება
- ჰიდრავლიკური დომკრატებითა და სასრიალო სისტემებით მძიმე წონიანი ტვირთების დაცლა,დატვირთვა და ფუნდამენტზე მოთავსება
- მულტი-მოდალური გადაზიდვები
- უნიკალური სპეციალიზაცია: მძიმე/არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა
- თანმხლები დოკუმენტაციის გამოშვება და დამუშავება, დაწყებული ნებართვების გაცემისა და სპეციალური ესკორტის უზრუნველყოფიდან, საბაჟო გაფორმებისა და დასაწყობებამდე
- ტვირთის ადგილმდებარეობის სტატუსის ყოველდღიური შემოწმება
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით ეტაპობრივად გაიზარდა უსაფრთხოების, ეთიკისა და ხარისხის დაცვის სტანდარტები. რამაც განაპირობა კომპანიის განვითარება და სამომავლო გეგმებიც. ხარისხის სტანდარტების დანერგვის მიზნით გავმართეთ სტრუქტურა და ვართ ISO 9001:2008 სერთიფიკატის მფლობელები.
გვაქვს პატივი წარმოვადგენდეთ წამყვან კომპანიას რეგიონში.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის.
გიანთი ლოჯისტიკსის საიმიჯო ვიდეო კლიპი: