ძირითადი ტერმინები

ავია ზედდებული – ავია კომპანიასა და გამგზავნს (ექსპორტიორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულება გენერალური ტვირთების გადაზიდვის თაობაზე ერთი სახელმწოფოს აეროპორტიდან მეორე სახელმწიფოს აეროპორტამდე. განასხვავებენ 2 სახის ავიაზედდებულს:

1) გარე ავია ზედდებული – რომელსაც გამოწერს ავია კომპანია და გამგზავნისა (ექსპორტიორისა) და მიმღების (იმპორტიორის) გრაფებში, შესაბამისად, მიეთითება სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანიების რეკვიზიტები.
2) შიდა ავია ზედდებული¹ – რომელსაც გამოწერს გამგზავნი (ექსპორტიორი) სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანია და გამგზავნისა (ექსპორტიორისა) და მიმღების (იმპორტიორის) გრაფებში, შესაბამისად, მიეთითება ტვირთის გამყიდველი და მყიდველი.

¹ შიდა ავია ზედდებულის გამოწერის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სატრანსპორტო - საექსპედიტორო კომპანიებს, რომლებიც არიან სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის (ე.წ. FIATA) წევრები.

საზღვაო კონოსამენტი – საზღვაო გადამზიდავსა და გამგზავნს (ექსპორტიორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულება გენერალური ტვირთების გადაზიდვის თაობაზე ერთი სახელმწოფის პორტიდან მეორე სახელმწიფოს პორტამდე. განასხვავებენ 2 სახის საზღვაო კონოსამენტს.

1) გარე საზღვაო კონოსამენტი – რომელსაც გამოწერს საზღვაო გადამზიდავი და გამგზავნისა (ექსპორტიორისა) და მიმღების (იმპორტიორის) გრაფებში, შესაბამისად, მიეთითება სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანიების რეკვიზიტები.
2) შიდა საზღვაო კონოსამენტი² – რომელსაც გამოწერს გამგზავნი (ექსპორტიორი) სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანია და გამგზავნისა (ექსპორტიორისა) და მიმღების (იმპორტიორის) გრაფებში, შესაბამისად, მიეთითება ტვირთის გამყიდველი და მყიდველი.

² შიდა საზღვაო კონისამენტი გამოწერის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სატრანსპორტო - საექსპედიტორო კომპანიებს, რომლებიც არიან სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის (ე.წ. FIATA) წევრები.

სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანია – ორგანიზაცია, რომელიც ეწევა დამოუკიდებელ საქმიანობას და, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, უზრუმველყოფს განსაზღვრული ტვირთების დატვირთვის ადგილიდან გადმოტვირთვის ადგილამდე ყველა საჭირო პროცედურების ჩატარებას და მასთან დაკავშირებული ფინანსურ მხარდაჭერას.

საექპედიტორო საქმიანობა – ნებისმიერი სახის მომსახურებაა, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, კონსოლიდაციასთან, დასაწყობებასთან, ტვირთების გადამუშავებასთან, შეფუთვა-განაწილებასთან და მათთან დაკავშირებულ დამხმარე და საკონსულტაციო მომსახურებებთან, რომელშიც გაერთიანებულია როგორც საბაჟო და ფინანსური ასევე ტვირთების დაზღვევის საკითხები.

ტვირთი – ნებისმიერი სახის საქონელი, რომელიც გადატანილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით.

სახიფათო ტვირთი – ნივთი ან ნივთიერება, რომელიც გარკვეულ საფრთხეს უქმნის, როგორც ადამიანის ჯანმრელობას ასევე სატრანპორტო საშუალებას და, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას გადაზიდვის დროს.

მალფუჭებადი ტვირთი – საქონელი, რომელიც კარგავს ღირებულების უდიდეს ნაწილს, თუ ამ ტვირთის ტრანსპორტირება შეფერხდა გაუთვალისწინებელი დროით.

არასტანდარტული ტვირთი – ტვირთი, რომლის ზომები არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

გენერალური ტვირთი – ტვირთი, რომელიც არ არის სახიფათო, არასტანდარტული და მალფუჭებადი.

ტვირთების კონსოლიდირება - ტვირთების გადაზიდვის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც რამდენიმე გამგზავნის (ექსპორტიორის) შეფუთული ტვირთი თავსდება მათთვის გამოყოფილ ერთ სატრანპორტო საშუალებაში (მანქანა, კონტეინერი, ვაგონი და სხვ.) და თითოეულ ტვირთზე ნაწილდება დატვირთვის მაქსიმალური მაჩვენებელი.

მულტიმოდალური გადაზიდვა – ტვირთების ტრანპორტირების ისეთი ფორმაა, როდესაც დატვირთვის ადგილიდან გადმოტვირთვის ადგილამდე ამ ტვირთვის გადაზიდვა მოითხოვს 2 სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალბის გამოყენებას მაინც.

გამგზავნი – ნებისმიერი იურიდიული ან ფუზიკური გამყიდველი (ექსპორტიორი) პირი.

მიმღები - ნებისმიერი იურიდიული ან ფუზიკური მყიდველი (იმპორტიორი) პირი.

მოცდენა (ე.წ. დემირიჯი) – ჯარიმის ისეთი ფორმა, (ხშირად წარმოიშობა ტვირთების კონტეინერებით ტრანპორტირების დროს) რომლიც იხდება ტვირთის მიმღების მიერ, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეების მიმართ, დატვირთული სატრანპორტო საშუალების კონკრეტულ მისამართზე მიყვანისთვის, გადმოტვირთვისა და უკან დაბრუნებისთვის დაშვებული დროის გარკვეული მონაკვეთის ყოველ შემდგომ გადაცილებულ დღეზე.

პალეტი – ტვირთების სტაციონარული შეფუთვის სახე, რომლის დამზადების დროსაც გამოიყენება ხის მასალა და აქვს სტანდარტული ზომები.

კარნეტი – საბაჟო საბუთი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს გარკვეული ტვირთი დროებით გაგზავნოს ან გადაიტანოს სხვა ქვეყანაში საბაჟო და სხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

წარმოშობის სერთიფიკატი – საბუთი, რომელიც ადასტურებს ნებისმიერი ტვირთის წარმოშობის კანონიერებას.

ფორს მაჟორი – ტვირთების ტრანსპორტირების დროს წარმოქმნილი გადაულახავი შემთხვევა, რომელიც ხელს უშილს ტვირთის ტრანსპორტირების მთლიანად ან ნაწილობრივ განხორციელებას.

კონტეინერი – დიდი მოცულობის რკინის მასალისგან დამზადებული ყუთი, რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება ტვირთების სხვადასხვა სატრანპორტო საშუალებებით გადაზიდვისას ამ ტვირთების ხელახალი დატვირთვა გადმოტვირთვის გარეშე.

ლოჯისტიკა - საექსპედიროტო საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გადამუშავებას, ტრანსპორტირებას, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის მართვას, სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეფუთავს, დასაწყობებას და მათთან დაკავსირებულ დამატებით მომსახურებას.

სატერმინალო – კონტეინერების საზღვაო ხომალდიდან, სარკინიგზო სატრანპორტო საშუალებიდან ხმელეთზე გადმოტვირთვის და ხმელეთიდან საზღვაო ხომალდზე სარკინიგზო სატრანპორტო საშუალებზე დატვირთვის მომსახურების ღირებულება.

LCL – Less Container Load – რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებულია ორი ან მეტი გამგზავნის (ექსპორტიორის) ტვირთი.

FCL – Full Container Load - რაც ნიშნავ იმას, რომ ერთი სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებულია მხოლოდ ერთი გამგზავნის (ექსპორტიორის) ტვირთი.