კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსს" გააჩნია ღრმა გამოცდილება და ბიზნეს პარტნიორების ფართო სპექტრი სარკინიგზო გადაზიდვის სფეროში სხვადასხვა სახის ტვირთის (არაგაბარიტული, მძიმეწონიანი, ნაყარი, გენერალური, საკონტეინერო და ა.შ.), როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ძირითადად დსთ-ეს ქვეყნების მასშტაბით.
ჩვენი სიღრმისეული ცოდნა დსთ-ს ქვეყნების სარკინიგზო ქსელის, თავისებურებებისა და მახასიათებლების, საშუალებას გვაძლევს დროულად და პროფესიონალურად მოვახდინოთ რეაგირება ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებზე, ყველა სირთულის სარკინიგზო თუ მულტიმოდალურ გადაზიდვებზე.
სარკინიგზო გადაზიდვის მომსახურების მოკლე ჩამონათვალი:
- სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფების დაანგარიშება
- სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელება დსთ ქვეყნების მასშტაბით, როგორებიცაა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი.
- სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელება ბულგარეთს,რუმინეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის
- ნებისმიერი სახის განფასების მოთხოვნის/ტვირთის ჩამონათვალის დალაგება და დასატვირთი გეგმის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა
- ნახაზებისა და გამოთვლების წარმოება კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით (CAD facilities, 2D/3D simulations)
- არაგაბარიტული და მძიმე წონიანი ტვირთების ნახაზების შეთანხმება ყველა სატრანზიტო ქვეყნების ჩათვლით
- ვაგონების მოწოდების უზრუნველყოფა დასატვირთი ოპერაციებისათვის პორტებში, ტერმინალებსა თუ სარკინიგზო ჩიხებში
- ნებისმიერი სირთულოს ხარისხის ტვირთის დაბმა-დამაგრება, საკუთარი სპეციალიზირებული გუნდის მეშვეობით
- სარკინიგზო ზედდებულის დამზადება
- გადაზიდვებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება
- საბაჟო-საბროკერო მომსახურება
- კომპანიის საკუთარი ავტოპარკის მეშვეობით ტვირთის კარიდან-კარამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვა:
- ყველა ტიპის საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვა
- ტვირთის დამუშავება (კონტეინერის დაცლა, გადატვირთა, დაბმა-დამაგრება)
- ტვირთის დახარისხება, კონსოლიდირება და ტრანსპორტირებისათვის გამზადება
- ცარიელი კონტეინერების უკანდაბრუნების პასუხისმგებლობა
ტვირთის დაცვა-გაცილება:
- ტვირთის დაცვა-გაცილების ორგანიზება (როგორც შეიარაღებული ისე შეუიარაღებელი)
- ტვირთის დაზღვევა, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად
საინფორმაციო მომსახურება:
- ვაგონების ადგილმდებარეობის მონიტორინგი და რეგულარული ინფორმაცის მიწოდება კლიენტისათვის