ხშირ შემთხვევაში ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გადაზიდვის განხორციელება გვიწევს, რა თქმა უნდა, არაფერი ხორციელდება დუგეგმავად.
გზის მონაკვეთის შესწავლა საქმის დაწყების პირველი ეტაპია, თუმცა გამოცდილებით ვიცით რომ ისეთ რთულ მონაკვეთებში, როგორიც ჩვენს გზებზე გვხვდება, წინასწარი მოდულაციებიც არაა საკმარისი. სწორედ ამიტომ ვატარებთ სატესტო გადაზიდვებს, კერძოდ, საროექტო ტვირთის მსგავსი მოცულობითა და წონით დატვირთული ავტო სატრანსპორტო შემადგენლობა გადის რთულ მონაკვეთს და აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან როგორც კომპანიის ტექნიკური ინჟინრები, ასევე მძღოლები, რომელთა როლი მსგავს გადაზიდვებში ყველაზე მნიშვნელოვანია.
მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთს ეგზავნება სატესტო გადაზიდვის სრული ვიდეო ჩანაწერი.