მისია

კომპანია ''გიანთი ლოჯისტიკსი" ისწრაფვის საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზოს დამკვეთს  და მოწინავე პოზიცია შეინარჩუნოს ბაზარზე. ჩვენ მიღწევებს ვსაზღვრავთ კლიენტების წარმატებებით. მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას, რომელიც გარანტია სტაბილური ბიზნეს ურთიერთობებისა.

ხარისხის პოლიტიკა
ჩვენი ხარისხის პოლიტიკა მიზნად ისახავს მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურად შესრულებას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობასა და სრულყოფილების მიღწევას.
ჩვენ ვისწრაფით:

  • თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად ვაკეთოთ ჩვენი საქმე
  • დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა
  • შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი
  • პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით შევქმნათ სასიამოვნო სამუშაო გარემო
  • ვიმუშაოთ გუნდური პრინციპით
  • დავისახოთ გრძელვადიანი მიზნები და ეტაპობრივად გავაფართოვოთ საქმიანობის არეალი

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა
ჩვენ შევიმუშავეთ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა, და მიზნად ვისახავთ მის მუდმივ სისტემატურ გაუმჯობესებას.
ჩვენ ვისწრაფით:

  • ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას
  • არსებული რისკების შეფასებისა და კორექტირების პროგრამების დანერგვას
  • შესაბამისი კანონმდებლობის დაცვას
  • პერსონალისათვის და ყველა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლისათვის შრომის უსაფრთხოების ინსქტრუქტაჟის ჩატარებას

მიზანი: სატვირთო გადაზიდვების გამართულად ფუნქციონირება, დროისა და  დანახარჯების  მინიმიზაციის ხარჯზე.