გიანთის ტერმინალი განთავსებულია ფოთში, საქართველოს უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქში, ტერმინალი მოიცავს დაახლოებით 22, 280 მ2, აქვს საბაჟო და არასაბაჟო ზონა.
ტერმინალი აღჭურვილია სერთიფიცირებული ამწე ტექნიკით, რკინიგზის ჩიხით, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებით, სამეთვალყურეო კამერებით, აქვს პარკინგის ზონა ტრაილერებისათვის.
ტერმინალში არის ტვირთის მანქანაზე/კონტეინერში/ვაგონზე დატვირთვა/გადატვირთვის მრავალმხრივი შესაძლებლობები.
გიანთის ტერმინალი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
- ყველა ტიპის დატვირთვა/გადატვირთვის სამუშაოები
- სარკინიგზო ვაგონიდან ტვირთის გადატვირთვა მანქანაზე/კონტეინერში და პირიქით
- ტვირთის დაბმა/დამაგრება
- ტვირთის შეფუთვა
- რეფ. კონტეინერების ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება
- რკინიგზის ჩიხის მომსახურება
- კონტეინერების დასაწყობება
- გენერალური და მძიმეწონიანი ტვირთების დასაწყობება