FCA ფრანკო გადამზიდავი

ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან. ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად.

ინკოტერმსი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: 
პირველ კატეგორიაში გაერთიანდა ის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გამყიდველის მიერ უშუალოდ თავის შენობაში მყიდველისათვის ტვირთის გადაცემას (ე.წ. „E“ ტერმინები).
მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია ის ტერმინები, რომლებიც გამყიდველს ავალდებულებს მიიტანოს ტვირთი მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველთან (ე.წ. „F“ ტერმინები).
მესამე კატეგორია მოიცავს ე.წ. „C“ ტერმინებს, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკს, აგრეთვე იმ დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება წარმოიშვას გემზე დატვირთვისა და გაგზავნის შემდეგ.
მეოთხე, „D“ კატეგორია ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ადგილამდე ყველა ხარჯს და ტვირთის შემთხვევითი დაღუპვისა და განადგურების რისკს (ე.წ. „D“ ტერმინები).

 ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზისვის 7 პირობა:

  1. EXW — Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება).
  2. FCA — Free Carrier (გადაზისვის ადგილის დასახელება).
  3. CPT — Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
  4. CIP — Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე ( დანიშნულების ადგილის დასახელება).
  5. DAT — Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება).
  6. DAP — Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება).
  7. DDP — Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).

წესები საზღვაო ტრანსპორტისათვის ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული საზღვაო გადაზისვის ოთხი პირობა:

  1. FAS — Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება).
  2. FOB — Free on bord (დატვირთვის პორტის დასახელება).
  3. CFR — Cost and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).
  4. CIF — Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება). 

E-ტერმინი - გადაცემის ტერმინი

EXW (ex works) ქარხნიდან

ეს ინკოტერმსი მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასატანად ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.

F-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი არ იხდის

FCA (free carrier) თავისუფალი ექსპედიტორამდე მიტანიდან

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.

FAS (free alongside ship) თავისუფალი პორტში მიტანიდან

FOB (free on board) თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან

გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

C-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი იხდის

CFR (cost and freight) ხარჯები და ფრახტი

გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CIF (cost, insurance, freight) ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი

მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CPT (carriage paid to ...) ფრახტისგან თავისუფალი

გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.

CIP (carriage and insurance paid to ...)

მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.

D-ტერმინი - მიტანის ტერმინი

DAF (delivered at frontier)

გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას, როდესაც იგი ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს საზღვართან დასახლებულ პუნქტსა თუ ადგილში ათავსებს - მიმდებარე ქვეყნის საბაჟომდე.

DAT (delivered at terminal) გადაზიდვა ტერმინალზე

გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება იმპორტის ანგარიშწორებას და კისრულობს ყველანაირ რისკს ტვირთის ტერმინალში დაცლამდე

DAP (delivered at place) მიტანის ადგილი

მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.

DES (delivered ex ship)

გამყიდველი ასრულებს ტვირთის მიწოდების ვალდებულებას. ამ დროს იგი იმპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველს დანიშნულების პორტში გემბანზე აწვდის. მოცემულ პორტამდესაქონლის მიწოდების რისკი და ხარჯები გამყიდველს ეკისრება

DES ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DEQ (delivered ex quay)

გამყიდველის მოვალეობა ჩაიტანოს საქონელი შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტისათვის მომზადებული საქონლით დანიშნულების პორტის სანაპიროზე. საქონლის მოცემულ ადგილამდე მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი (გადასახადები და ა.შ.) და ნივთის დაღუპვის ან განადგურების რისკი უნდა იკისროს გამყიდველმა.

აღნიშნული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DDU (delivered duty unpaid) მიწოდება განბაჟებამდე

გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტირების ქვეყანაში საქონლის დანიშნულების ადგილას მიტანას. საქონლის დანიშნულ ადგილას მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი, რისკი, ღირებულება (გარდა საბაჟო გადასახადებისა და სხვა ხარჯებისა რაც აუცილებელია იმპორტირებისათვის) უნდა იკისროს გამყიდველმა. თუ მყიდველმა ვერ მოამზადა საქონელი იმპორტისათვის, მან უნდა იკისროს აქედან გამომდინარე დამატებითი ხარჯები.

DDP (delivered duty paid) მიწოდება განბაჟებით

გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.