2015 წელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წელია, კომპანია 10 წლის გახდა და ამ დღისათვის მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება გაიმართა კაჭრეთის ამბასადორში. ჩვენ ამ დღეს ძალიან ვღელავდით, მიუხედევად იმისა რომ გიანთი ყოველ წელს აღნიშნავს დაბადების დღეს, იუბილე განსაკუთრებული მოვლენა იყო ყველა გიანთელისათვის, ეს არ იყო მარტო სტუმრების დახვედრა და მასპინძლობა, ეს არ იყო მხოლოდ მოხდენილად გამოწყობილი საზოგადოება, ეს იყო მთელი ათი წლის შეჯამება და იმ ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა, რომელთანაც წლების მანძილზე პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებდა.
სტუმრები მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საღამოს პროგრამა ორ ნაწილად იყოფოდა, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი და თანამედროვე ხელოვნება, სტუმრები ასევე გაეცნენ გიანთის მიერ განხორციელებული პროექტების შემაჯამებელ ვიდეორგოლს, ნახეს როგორები ვართ საქმიანი ურთიერთობის მიღმა, სამუშაო პროცესის კურიოზები და განწყობები.
ეს მართლა იყო ურთიერთობის საღამო, მადლობის სერთიფიკატები გადავეცით პარტნიორ კომპანიებს და სხვადასხვა ნომინაციებში დავაჯილდოვეთ თანამშრომლები.
ჩვენთვის ძალზე საამაყოა ის რომ, ყველა სტუმარი დაუფარავად გამოხატავდა აღტაცებას.