არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთები

არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვისას მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება. გამომდინარე აქედან ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს სტანდარტიზებული მეთოდები ასეთი სახის ტვირთების ტრანსპორტირებისათვის. საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მახასიათებლებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით არ არსებობს ობიექტი/ტვირთი რომელიც არ შეგვიძლია რომ არ გადავზიდოთ.

არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების მომსახურების მოკლე ჩამონათვალი:

  • საინჟინრო-ტექნიკური კვლევების განხორციელება
  • საგზაო კვლევების ჩატარება
  • გემების სრული და ნაწილობრივი დაფრახტვა
  • მულტი-მოდალური გადაზიდვები
  • სპეციალიზირებული მისაბმელების ავტოპარკი
  • ნახაზებისა და გამოთვლების წარმოება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით (CAD facilities, 2D/3D simulations)
  • საგზაო-სარკინიგზო არაგაბარიტული გადაზიდვებისათვის შესაბამისი ნებართვების უზრუნველყოფა
  • გაცილებისა და ესკორტის მომსახურების უზრუნველყოფა
  • ამწეებით მომსახურება (Outsourced)
  • რისკების მართვა და ტვირთის დაზღვევა
  • კონკრეტული საპროექტო გადაზიდვებისათვის სპეციალიზირებული ტექნიკის შეძენა (საჭიროებისამებრ)

არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირება ჩვენი საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურებების პარალელურად საშუალებას გვაძლევს, საკუთარი თავი მივიჩნიოთ სანდო პარტნიორად რეგიონში.