გემის აგენტირება

გიანთი ლოჯისტიკსი გთავაზობთ გემების აგენტირების მომსახურებას საქართველოს ორივე პორტში, ფოთსა და ბათუმში. აგენტირების მომსახურება იწყება ნომინირების დღიდან გემის დადგომამდე. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება უზრუნველყოფს პროცესის ზედამხედველობის ხარისხს, რომელიც მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • აგენტირების ნომინირება (ელ. ფოსტის საშუალებით)
  • ურთიერთობა პორტის წარმომადგენლებთან
  • ურთიერთობა დამკვეთთან
  • ურთიერთობა საიმიგრაციო პოლიციასთან
  • გემის შემოსვლის შეტყობინების გაგზავნა
  • გემის შემოსვლის შეტყობინება საიმიგრაციო პოლიციასა და დამკვეთი კომპანიისთვის
  • გემის დადგომისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ფორმალობების მომზადება
  • გემის შემოსვლის ინფორმაციის მონახაზის მომზადება
  • ყველა ჩართული მხარის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (დღეში სამჯერ)
  • გადმოტვირთვის სამუშაოების ზედამხედველობა
  • პორტის კომერციულ და ყველა შესაბამის სამსახურთან ვიზიტი, შესაბამისი ინვოისების მისაღებად
  • გემისთვის საწვავის, წყლის, სამედიცინო დახმარების, დამაგრების ჯგუფის ორგანიზება, ყველა მსგავსი მომსახურების გაწევა მოთხოვნის შესაბამისად
  • გემის მოცდენის თავიდან არიდების მიზნით გაწეული მომსახურების ღირებულებებისა და დროის მინიმიზაცია
  • საზღვაო ზედდებულისა და მანიფესტის მომზადება