სატვირთო გადაზიდვები

საზღვაო გადაზიდვა

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსს" გააჩნია საკუთარი წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოს ძირითად საზღვაო პორტებში: ფოთსა და ბათუმში.  ჩვენ ყურადღებით ვგეგმავთ საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვის სრულ ციკლს, დატვირთვის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, ჩვენი ფართო აგენტების ქსელის მეშვეობით.

კომპანია გიანთი ლოჯისტიკსი გთავაზობთ სამი სხვადასხვა სახის საზღვაო გადაზიდვას:

  • საკონტეინერო
  • ნაყარი ტვირთები
  • საბორნე გადაზიდვები

საკონტეინერო გადაზიდვა:

  • ტვირთის ტრანსპორტირება ყველა სახის კონტეინერის მეშვეობით
  • ოპტიმალური მულტი-მოდალური გადაზიდვა
  • სატერმინალო/საპორტო მომსახურების უზრუნველყოფა
  • კონტეინერის ძარის დაზღვევა
  • კონტეინერის დაცლა-გადატვირთვა
  • ტვირთის დაბმა-დამაგრება
  • კარიდან/კარამდე მიტანის სერვისი დატვირთვის პორტსა და დანიშნულების საბოლოო ადგილამდე
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება
  • ტვირთის დასაწყობება
  • საკონტეინერო გადაზიდვის მონიტორინგი და სავარაუდო ჩამოსვლის თარიღის შესაბამისად გადაზიდვის დაგეგმვა

ნაყარი ტვირთების გადაზიდვა:

  • გემების დაფრახტვა
  • პირდაპირი წარმომადგენლობითი საქმიანობა ფოთისა და ბათუმის პორტებში
  • საპორტო მომსახურებების უზრუნველყოფა
  • ტვირთის დაბმა-დამაგრება როგორც გემზე, ასევე  სატრანსპორტო საშუალებებზე
  • ტვირთის აღწერა და რეპორტინგი
  • საკუთარი საავტომობილო პარკით შემდგომი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

საბორნე გადაზიდვა:

მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად წამყვან საბორნე ხაზებთან, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გადაზიდვები შავი  და კასპიის ზღვის აუზებში.

  • მიმართულებები: საქართველოსა და ბულგარეთ/უკრაინას შორის
  • მიმართულებები: აზერბაიჯანსა და ყაზახეთ/თურქმენეთს შორის